შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო 7 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის მიერ ბოლო 7 თვის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ქვეყნის
მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების
რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით
გამოხატვის წესის დაცვის მონიტორინგის ღონისძიებები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
34-ე მუხლის თანახმად, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების
რეალიზაციის/მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან რეკლამირებისას,
ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.
აღსანიშნავია, რომ კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის
განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში
არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის 70-მდე
ფაქტი (ვალუტა – აშშ დოლარი, რუბლი, ევრო).
მსგავს სამართალდარღვევაზე რეაგირების მიზნით, მიმდინარე წლის 4
აგვისტოს, თბილისში, ავტოსადგურ “ოკრიბა”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე,
საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის ოფიცრებმა განახორციელეს მიმდინარე კონტროლის
პროცედურები (მათ შორის, ტრანსპორტით მომსახურებაზე) რის შედეგადაც,
საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის
გამოყენების წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, უცხო ქვეყნის
მოქალაქე რეგისტრაციის გარეშე სამეწარმეო საქმიანობისთვის 500 ლარის
ოდენობით დაჯარიმდა, ხოლო 5 აგვისტოს კოტე აფხაზის ქუჩაზე
მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ ჩატარდა
ადმინისტრაციული წარმოება „ფასის ლარით გამოხატვის წესების“

დარღვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მეწარმე სუბიექტს შეეფარდა
გაფრთხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153⁷-
მუხლის შესაბამისად.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს
მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე,
ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი
ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად,
მოუწოდებს თავი შეიკავონ ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების
დარღვევისგან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…